ვებგვერდი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქმეს, რომელსაც ადრე ჩვენთვის სხვადასხვა კომპანიისა და სახელმწიფო სტრუქტურების კლერკები ასრულებდნენ, დღეს ვებგვერდისა და ვებ სერვისის დახმარებით თავად ვაკეთებთ. ეს შეიძლება იყოს თვითმფრინავის ბილეთის ონლაინ სერვისის საშუალებით შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ოპერაცია.ჯეოლაბში ვებპროგრამირების მიმართულებით დინამიური ვებგვერდების შექმნა და გამართვა ისწავლება. დინამიური ვებგვერდი ვებ სერვერზე სკიპტრების, შაბლონების, მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის სახით ინახება. ასეთი ვებგვერდი სერვერზე ცალკეული კომპონენტების სახით არის მოთავსებული. ყოველი ახალი მომხმარებლისათვის სერვერი ხელახლა აწყობს ცალკეული კომპონენტებისაგან იმ ვებგვერდს, რომელსაც მომხმარებელი თავის ბრაუზერში ხედავს. მაგალითად, ახალი ამბების პორტალი, ხშირ შემთხვევაში, დინამიური ვებგვერდია.